ბადრი ჯაფარიძე - ახლა მართლაც დროა, რომ ზელენსკიმ მიმართოს საქართველოს პარლამენტს

ახლა მართლაც დროა, რომ ზელენსკიმ მიმართოს საქართველოს პარლამენტს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ერგნეთში, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის სამძიმარზე მისვლის შემდეგ განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტსა და მთავრობას მაქსიმალური თანადგომა სჭირდება.

„უკრაინის პრეზიდენტი და მთავრობა აჩვენებს გმირობის მაგალითს, ამ დროს, მათ სჭირდებათ მაქსიმალური თანადგომა. შესაბამისად, იმ ვითარებაში, როცა ზელენსკიმ პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ქვეყნის პარლამენტს მიმართა, აუცილებლად უნდა მიეცეს საშუალება ზელენსკის, რომ მიმართოს საქართველოს პარლამენტს. მე მინდა მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“, რომ ახლა მართლაც დროა, რომ ზელენსკიმ მიმართოს საქართველოს პარლამენტს, იმ ქვეყნის პარლამენტს, რომელიც ასევე აგრესიის მსხვერპლია“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძემ სანქციების თემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო რიგ სანქციებს მთლიანადაა შეერთებული, თუმცა ამისი გაცხადება ხელისუფლების მხრიდან არ ხდება.

„რეალურად რიგ სანქციებს მთლიანად მიერთებული ვართ როგორც ქვეყანა, ოღონდ ეს სამწუხაროდ არ იქნა ხელისუფლების მხრიდან გაცხადებული. არცერთ სანქცირებულ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს საქართველოში საქმიანობის წარმოება არ შეუძლია. ეს უნდა ითქვას ღიად, რათა არ არსებობდეს არანაირი ეჭვი ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
დამზადებულია საქართველოში - „სავალი“ - კიდევ ერთი ახალი ქართული წარმოების ბრენდი „დრესაპ ჯგუფისგან“
ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთის ახალი საპილოტე პროექტი
BTU-ს სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ცნობილია
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა