ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევში უკრაინელებისა და რუსების "მეგობრობის" აღსანიშნავად აღმართული საბჭოთა ეპოქის ქანდაკების დემონტაჟი მოხდება

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ კიევის ცენტრში არსებული ქანდაკებას, რომელიც რუსებისა და უკრაინელების "მეგობრობის" აღსანიშნავად იდგა, დაანგრევენ.

„ამ კვირაში ჩვენ მოვახდენთ ორი მუშის ბრინჯაოს სკულპტურის დემონტაჟს, რომელიც 1982 წელს დაიდგა „უკრაინის რუსეთთან გაერთიანების აღსანიშნავად. ორი ხალხის "მეგობრობის“ რვა მეტრის ლითონი კიევის ცენტრიდან მოიხსნება", - განაცხადა კლიჩკომ. მ

ონუმენტზე ცისარტყელას ფორმის ტიტანის თაღია გადაჭიმული. კლიჩკომ განაცხადა, რომ თაღი, რომელსაც თავდაპირველად ხალხთა მეგობრობის თაღი ერქვა, დარჩება, მაგრამ მას სახელი გადაერქმევა და უკრაინის დროშის ფერებით განათდება.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026