გაერო - გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანა 45 000-ზე მეტმა უკრაინელმა დატოვა

უკრაინა 5.2 მილიონზე მეტმა უკრაინელმა დატოვა მას შემდეგ, რაც ორი თვის წინ რუსეთი ქვეყანაში შეიჭრა-მათ რიგებს ბოლო 24 საათის განმავლობაში 45 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა. ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი.

UNHCR-ის მონაცემებით, 24 თებერვლიდან ლტოლვილის სტატუსით უკრაინა 5 232 014 ადამიანმა დატოვა. ეს რიცხვი 45 270 ადამიანით გაიზარდა კვირას მაჩვენებელთან შედარებით.

ამასთან, როგორც BBC წერს, გადინება შენელდა. აპრილის დასაწყისიდან სულ რაღაც 1 2 მილიონმა უკრაინელმა დატოვა ქვეყანა, მაშინ, როცა მარტში დაახლოებით 3. 4 მილიონი წავიდა.

ომისგან გაქცეულთა 90%-ს ქალები და ბავშვები შეადგენენ.

გარდა ამისა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, 7,7 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია უკრაინის შიგნით.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026