პეტრე ცისკარიშვილი - აუცილებელია დავით ხიდაშელისა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები დაწესდეს იმისთვის, რომ საქართველო არ აღმოჩნდეს უფრო მეტ სირთულეში

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესმენებს დავით ხიდაშელსა და ბიძინა ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესდეთ.

ის დღევანდელ ბრიფინგზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა, რომელშიც სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს ოლიგარქ, ვლადიმერ ევტუშენკოვს საუბარია ჩაწერილი.

პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ევტუშენკოვი რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის გარემოცვის უახლოესი წრის წარმომადგენელია.

„პარტიის სახელით გვინდა გამოვეხმაუროთ და ასევე საგანგებო განცხადება გავაკეთოთ დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით.

დღის განმავლობაში ჩვენ გვქონდა საშუალება, დეტალურად გავცნობოდით ამ ჩანაწერებს ისევე, როგორც შეძლებისდაგვარად შეგვესწავლა ივანიშვილის თანამოსაუბრის, ბატონი ვლადიმერ ევტუშენკოვის საქმიანობა. ევტუშენკოვი არის პუტინის გარემოცვის უახლოესი წრის წარმომადგენელი. სწორედ ამიტომ არის ის სანქცირებული, რადგან ის არის კრემლის რეჟიმის კარის ოლიგარქი. უფრო მეტიც, მის დაქვემდებარებულ სისტემაში შედის საწარმო, რომლის სახელი არის „კრონშტატ ტექნოლოჯი“ და ის აწარმოებს „ორიონის“ ბრენდის ქვეშ სამხერო შემტევ უპილოტო სამხედრო დრონებს. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, პირდაპირი კონკურენიაა იმ „ბაირაქტარის“ , რომელიც ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ამ პიროვნებასთან ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს თვენახევრის წინ საქმიანი მოლაპარაკება. რამდენიმე კვირის წინ, როდესაც უკრაინელმა კოლეგებმა დააყენეს საკითხი, საქართველოს მონაწილეობაზე რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, ჩვენი ხელისუფლება მოითხოვდა, დაგვიმტკიცეთ, წარმოადგინეთ მტკიცებულებაო და ა.შ. როგორც ჩანს, უკრაინელ კოლეგებს უკვე იმ დროისთვის ჰქონდათ არსებული ინფორმაცია იმიტომ, რომ მათ ძალიან კარგად იციან, თუ რას ნიშნავს „ზერნო“. როდესაც „ზერნოზეა“ საუბარი, აქ არ იგულისხმება არც ხორბალი და არც მარცვლეული, ეს არის პირდაპირ მინიშნება ფულზე, დოლარებზე და რესურსებზე “,-განაცხადა ცისკარიშვილმა.

მისი თქმით, დასავლეთმა ძალიან კარგად იცის, თუ სადამდე მივიდა „ზერნოსთან“ დაკავშირებული თანამშრომლობა ივანიშვილსა და ევტუშენკოვს შორის.

„ევტუშენკოვი არის უშუალო ხელმძღვანელი ვინმე დავით ხიდაშელის, რომელმაც ჯერ ე.წ. რუკები წარმოადგინა და 2 უდანაშაულო ადამიანი ციხეში აღმოჩნდა საპარლამენტო არჩევნების წინ მისი „საქმიანობის“ შედეგად. ახლა, სულ ბოლოს 104 ათასი ჰექტარი ტყის მასივი 49 წლიანი იჯარით აიღო. ყველანი კარგად ვხვდებით, თუ რა ტიპის თანამშრომლობაზე გვაქვს საუბარი ამ ორ დაჯგუფებას შორის. აქედან გამომდინარე, გასაგებია, რომ დასავლეთმა და დაზვერვითმა სამსახურებმა გაცილებით მეტი იციან ამ თანამშრომლობს შესახებ, ვიდრე აუდიოჩანაწერებში მოვისმინეთ, მაგრამ აუცილებელია, როგორც დავით ხიდაშელზე, ასევე ბიძინა ივანიშვილზე, ქართული ეთნიკური წარმოშობის, მაგრამ შინაარსით რუსი ბიზნესმენების და ამ ორი ოლიგარქის მიმართ სანქციები დაწესდეს იმისთვის,რომ საქართველო არ აღმოჩნდეს უფრო მეტ სირთულეში.

ვხედავთ ჩვენს თვალწინ როგორ ხდება გეოპოლიტიკური ცვლილებები, უკვე ეშვება და მომავალში უფრო მყარად ჩამოეშვება რკინის ფარდა დასავლეთსა და რუსეთს შორის. ჩვენ არ გვინდა რამდენიმე ადამიანის გამდიდრების გამო, საქართველო რკინის ფარდის ბნელ და არასწორ მხარეს აღმოჩნდეს“ , - განაცხადა ცისკარიშვილმა.

შეგახსენებთ, ინტერნეტში აუდიოჩანაწერი ვრცელდება, რომელშიც სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს ოლიგარქ, ვლადიმერ ევტუშენკოვს საუბარია ასახული. ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა არ არის დადგენილი, მარტით თარიღდება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო