ნიკა მელია - დრო იმისთვის, რომ ვუყუროთ როგორ კვდება მიხეილ სააკაშვილი ნელი სიკვდილით, არ გვაქვს და ვერ გვექნება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, დასაკარგი დრო არ არის.

„უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მხრივ. ის იბრძვის სიცოცხლისთვის, არც მეტი და არც ნაკლები. ამიტომ, დრო იმისთვის, რომ ვუყუროთ როგორ კვდება მიხეილ სააკაშვილი ნელი სიკვდილით, არ გვაქვს და ვერ გვექნება.

რაც არ უნდა ხმამაღლა ნათქვამად მოეჩვენოს ბევრს, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აქ არის დატყვევებული თვეების განმავლობაში, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გარანტია უდრის ამ ქვეყნის დასავლურ მომავალს. ეს მინდა იცოდეს ყველა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა, მით უფრო იმ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო დგას სიკეთის მხარეს და ებრძვის ბოროტებას რუსეთის სახით. ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვეა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არ თაკილობს და სანქცირებულ რუს ოლიგარქებთან ერთად აკეთებს ფულს“, - განაცხადა მელიამ.

როგორც მან აღნიშნა, საჭიროა მეტი აქტიურობა ქვეყნის ღირსების დასაცავად.

„ჩვენ დაგვჭირდება აქტიურობა ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ღირსების დასაცავად, იქ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ და არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება იმიტომ, რომ მომავალი, რომლისთვისაც თაობებმა დადეს სიცოცხლე, არ ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ ერთ პოლიტიკურ პარტიას და მის მხარდამჭერებს“, - განაცხადა მელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს