გია ვოლსკი მარგველაშვილის „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ შესაძლო დანიშვნაზე  - თუ ეს ინფორმაცია ნამდვილია, ვფიქრობ, „კლოუნადა“ დავარქვა თუ რაღაც შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება

თუ ეს ინფორმაცია ნამდვილია, ვფიქრობ, „კლოუნადა“ დავარქვა თუ რაღაც შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდეს.

ვოლსკის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ „კლოუნადა“ სჩვევია.

„რომელი ავირჩიო - შორსმჭვრეტელური ნამდვილად არაა, "კლოუნადა" კი სჩვევიათ. მაგრამ მარგველაშვილის და მელიას დაპირისპირების თემა ახალი ე.წ. სკანდალური ფორმულირებაა, რაც რაღაც დაზუსტებებს მოითხოვს“,- განაცხადა განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტი ნიკა მელიამ დატოვოს და მის ნაცვლად პარტიას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უხელმძღვანელოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო