დავით უსუფაშვილი - ფარული ჩანაწერები ყველა ხელისუფლებას ბუმერანგივით უკან უტრიალდება ხოლმე, ახლა როგორც ჩანს, „ოცნების“ ჯერი მოვიდა - პირველ რიგში, პრემიერმა უნდა უპასუხოს, ჰქონდა თუ არა ის შეხვედრები, რაც ჩანაწერებშია ნახსენები

ფარული ჩანაწერები ყველა ხელისუფლებას ბუმერანგივით უკან უტრიალდება. ახლა როგორც ჩანს, „ოცნების“ ჯერი მოვიდა, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე საუბრისას განაცხადა, სადაც თითქოს "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი ოლიგარქი, Sistemas-ს დამფუძნებელი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, უნდა გაირკვეს, რით არის საქართველოს მთავრობა დაკავებული - დავალებების შესრულებით, თუ საქართველოს ინტერესების დაცვით.

„ფარული ჩანაწერები ყველა ხელისუფლებას ბუმერანგივით უკან უტრიალდება ხოლმე. ახლა როგორც ჩანს, „ოცნების“ ჯერი მოვიდა. ამიტომ ეს საკითხი არის გასარკვევი. პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრმა უნდა უპასუხოს კითხვაზე, მას ჰქონდა თუ არა ის შეხვედრები რაც ამ ჩანაწერებშია ნახსენები და ამის მერე უნდა დადგეს საკითხები იმის შესახებ, საქართველოს მთავრობა რითია დაკავებული, ამ ტიპის დავალებების შესრულებით, თუ საქართველოს ინტერესების დაცვით. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში "კიბერ კმარას" მტკიცებით, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერი ვრცელდება. სატელეფონო საუბრის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, ისინი თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ. ჩანაწერში ნახსენებია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელი, რომელზეც სავარაუდოდ, ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ მის მიერ გამოგზავნილ წარმომადგენელს სწორედ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. აღნიშნულის საპასუხოდ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი, ივანიშვილს სთხოვს, რომ მის წარმომადგენელს თავად ის შეხვდეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს