დავით ბერძენიშვილი - ჩანაწერები დადასტურებაა იმის, რომ ქვეყანას ივანიშვილი მართავს და ის არის ოკუპანტებთან მოთანამშრომლე ფიგურა, გამოჩნდა ისიც, რატომ ლაპარაკობს ამდენ სისულელეს ღარიბაშვილი

ჩანაწერები დადასტურებაა იმისა, რომ ერთი: ქვეყანას ივანიშვილი მართავს და მეორე: ის არის ოკუპანტებთან მოთანამშრომლე ფიგურა, კიდევ უფრო გამყარდა წყარო საიდან და რატომ ლაპარაკობს ამდენ სისულელეს ღარიბაშვილი და არა მარტო ღარიბაშვილი - პირველივე დღეს უკრაინა მიწაში ჩადეს და რუსეთი გამარჯვებულად გამოაცხადეს, ამათგან გასაკვირი რა არის?! - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ჩანაწერები ადასტურებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს პუტინის ოლიგარქებთან კარგი პერსონალური ურთიერთობები აქვს, რადგან ის არის მხარე.

დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი რუსეთ-უკრაინას შორის რუსეთის გამარჯვებას დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა და შესაძლოა, დღემდე ჰქონია, რომ პუტინი იგებს.

„იმდენ სისულელეს ალაპარაკებს თავის მოურავს, პრემიერ-მინისტრად მეორედ რომ ჰყავს დანიშნული, რომ ღარიბაშვილისგანაც კი მეტისმეტია. ის ბიძინას ახმოვანებს, როცა 25 თებერვალს ამბობს, რომ ნუ, ახლა ომი ხომ უკრაინაშია და შედეგი ხომ წინასწარ განსაზღვრულია. მდინარაძე რომ ლაპარაკობს, სამწუხაროდ, ხომ ვიცით რით დამთავრდებაო, ანუ ეს ჩანაწერები გვეუბნება, რომ მას კარგი პერსონალური ურთიერთობები აქვს, პუტინის ოლიგარქებს დღემდე ეკონტაქტება, იმიტომ, რომ ის არის მხარე.

საერთოდ ბიძინა ივანიშვილი ძალიან უცნაური აზროვნების კაცია. ჩვენ შეიძლება უბრალოდ მოკვდავებს გაგვიჭირდეს მისი ტვინის ხვეულების მოძრაობას ჩავწვდეთ. ის ამერიკასაც ეთამაშება ხოლმე, თან ეშინია, თან ეთამაშება და აი, ამ ვითარებაში ის ამ ოლიგარქსაც, რომლისთვისაც ბიძინა არის „ბორინკა“, „დარაგოი“ და ა.შ. ამასაც ისე კარგად "მიასუხარებს", თავის გადასარჩენად თუ დასჭირდება იმ ამერიკელებისთვის, როგორც შესაძლოა, სხვები "მიუსუხარებია" და პირიქით. ამიტომ მთავარი და არსებითი არის ის, რომ ამ მაღალი ალბათობით სწორმა ჩანაწერმა დაადასტურა ის, რომ საქართველოში ისევ ივანიშვილი მართავს, რაც ახლა ყველამ ვიცით ისედაც. პრემიერი გაუგზავნა იმის გამოგზავნილ ბიჭს. იმას ვიღაც ხელის ბიჭები ჰყავს და ხელის ბიჭები ამასაც ჰყავს, პრემიერად რომ მუშაობს, ამას ახვედრებენ ერთმანეთს,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, ივანიშვილის მიმართ პერსონალური სანქციების დაწესება შესაძლებელია მას შემდეგ, რაც უკრაინაში დასავლეთი გაიმარჯვებს, ან გამარჯვების მკვეთრი ტენდენცია გამოვლინდება.

„ვისაც აქვს იმის მოლოდინი, რომ ბიძინა ივანიშვილზე სანქციები გაიცემა და ბიძინა ივანიშვილი ამერიკის და ევროკავშირის მიერ ლუკანშენკოდ გამოცხადდება და რომ საქართველოს ბელორუსიზაცია მოხდება, მას პოლიტიკის ანაბანის არაფერი გაეგება,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში "კიბერ კმარას" მტკიცებით, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერი ვრცელდება. სატელეფონო საუბრის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, ისინი თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ. ჩანაწერში ნახსენებია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელი, რომელზეც სავარაუდოდ, ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ მის მიერ გამოგზავნილ წარმომადგენელს სწორედ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. აღნიშნულის საპასუხოდ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი, ივანიშვილს სთხოვს, რომ მის წარმომადგენელს თავად ის შეხვდეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო