დავით უსუფაშვილი პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მუშაობის განახლებას ითხოვს

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დავით უსუფაშვილი პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მუშაობის განახლებას ითხოვს.

საკითხი ბიუროს სხდომაზე უსუფაშვილმა მას შემდეგ დასვა, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტის ბიურომ საკანონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის 30 დღით გადავადების გადაწყვეტილება მიიღო.

უსუფაშვილმა კოლეგებს მიმართა, მომავალი 30 დღე ინტენსიურად გამოიყენონ.

„რაღაცები დასამუშავებელია და სრულყოფილად მოსამზადებელია. მინდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ვთხოვო, საქმეში პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები ჩართონ, ვინაიდან უკვე ბევრი თვეა მუშაობა მიდის და ვაგრძელებთ ვადას. იქნებ ერთობლივი ძალებით ეს მნიშვნელოვანი საკითხი სწრაფად დავძრათ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტი 91 დეპუტატის ხელმოწერით პარლამენტს გასული წლის ივნისში წარედგინა. პროექტი პირველი მოსმენით სექტემბერში მიიღეს, რის შემდეგაც განხილვის პროცესი გაჩერდა.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით - 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ტარდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა