მიხეილ ყაველაშვილი ივანიშვილზე - დაასვენეთ ეს ადამიანი, წასულია პოლიტიკიდან და ქველმოქმედებას აგრძელებს, შეეშვით - გვესაუბრეთ ჩვენ, „ქართულ ოცნებას“

დაასვენეთ ეს ადამიანი, [ბიძინა ივანიშვილი] წასულია პოლიტიკიდან და ქველმოქმედებას აგრძელებს, შეეშვით. გვესაუბრეთ ჩვენ, „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ყაველაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა და მას ომის და ღალატის პარტია კიდევ ერთხელ უწოდა.

რომან გოცირიძეს შევახსენებ, რომ აქ პარლამენტში, სრულიად საქართველოს გასაგონად იძახდა, რომ ქუთაისის უნივერსიტეტი არის ბლეფი, არაფერი აშენდება და ფაქტი სახეზეა, თუ რა როგორ გაკეთდა. აღარ გავაგრძელებ იმ ქველმოქმედებას, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა და სწორედ ამას ვერ იგებთ. დაასვენეთ ეს ადამიანი, წასულია პოლიტიკიდან და ქველმოქმედებას აგრძელებს, შეეშვით. გვესაუბრეთ ჩვენ, „ქართულ ოცნებას“, რომელიც თანმიმდევრულიც არის, წინასწარ ვაცნობეთ საზოგადოებას რისი დაწყებაც გინდოდათ, აკერმანის ცნობილი ჯგუფიდან დაწყებული შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნებში თქვენი სიარული, რომ იქნებ როგორმე მოახერხოთ და ხელი შეუშალოთ, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს ამ ხელისუფლების პირობებში.

ყველამ ვიცით „ნაციონალური მოძრაობა“ „ომის პარტია“, „ღალატის პარტიაა“. მაჭუტაძე ციხის თემებზე და ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბრობდა. აღარ გვინდა ხოლმე იმის შეხსენება რა დღეში გყავდათ პატიმრები, რას არ აკეთებდით, რომელ ევროკავშირზე საუბრობდით, ერთი ფეოდალი გეჯდათ, ის კაცი, რომელიც ახლა ციხეშია და სასჯელს სამართლიანად იხდის და იმის გარშემო ტრიალდებით ყველა. დღემდე ვერ ეშვებით. დღემდე ამ ადამიანის გარშემო ხართ,“ - განაცხადა ყაველაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა