ალეკო ელისაშვილი - თუ სინამდვილეში გვინდა ომი თავიდან ავიცილოთ, კარგად უნდა მოვემზადოთ ამ ომისთვის, ეს არის კაცობრიობის აქსიომა

თუ სინამდვილეში გვინდა ომი თავიდან ავიცილოთ, კარგად უნდა მოვემზადოთ ამ ომისთვის, ეს არის კაცობრიობის აქსიომა. იმ ქვეყანას არ ესხმიან თავს, რომელზეც იციან, რომ მზად არის, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საფრთხის შემთხვევაში პირველ ხაზზე მხოლოდ თავდაცვის ჯარები არ უნდა იყვნენ და მტერს საქართველოში ეროვნული წინააღმდეგობა უნდა დახვდეს, „რა შემთხვევაშიც აარიდებენ თავს ჩვენზე თავდასხმას“.

„არ მგონია, რომ რომელიმე ნორმალური ადამიანი იყოს სადმე რომელსაც ომი უნდა, პუტინის გარდა, მაგრამ თუ სინამდვილეში გვინდა ომი თავიდან ავიცილოთ მით უფრო ისეთ რეგიონში როგორშიც ვართ, კარგად უნდა მოვემზადოთ ამ ომისთვის, ეს არის კაცობრიობის აქსიომა, იმ ქვეყანას არ ესხმიან თავს, რომელზეც იციან, რომ მზად არის, გაწვრთნილია და ყველა დადგება საკუთარი თავისუფლებისთვის საბრძოლველად ისევე როგორც დგას უკრაინა. უკრაინის გამარჯვების ფორმულა არის ის, რომ ყველა გვერდიგვერდ დგას და ყველას იარაღი უჭირავს ხელში. ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი იყო შანგასის სიგნალი და თავშესაფარში სირბილი, მაგრამ ჩვენ „სირენები“ გვაქვს? ეს კითხვა ჰქონდა თითოეულ ჩვენგანს, თავდასხმის შემთხვევაში ჩაირთვება „სირენა“? მეტროს გარდა სადმე შეიძლება ხალხმა თავი შეაფაროს?

გვერდზეა გადასადები იარაღთან დაკავშირებით ზედმეტი ჭმუნვები და კეკლუცობები, ქალი ყველგან ქალია, უკრაინაშიც ეზიზღებოდათ ქალებს იარაღი მაგრამ ყველა მიხვდა, რომ თუ მტრისგან გინდა თავი დაიცვა იარაღს უნდა ფლობდე, გაშინაურებული უნდა იყო იარაღთან. როგორც სამოქალაქო თავდაცვის, ასევე სამხედრო მზადყოფნის თვალსაზრისით ბევრ რამ არის გასაკეთებელი, ეს არის დასკვნა, რომელიც უკრაინაში გამოვიტანე. საფრთხის შემთხვევაში მზად უნდა ვიყოთ და მარტო თავდაცვის ჯარები პირველ ხაზზე არ უნდა იყოს, მტერს საქართველოში უნდა დახვდეს ეროვნული წინააღმდეგობა, მაშინ ვიქნებით სრულფასოვანი სახელმწიფო და აარიდებენ თავს ჩვენზე თავდასხმას“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა