იაგო ხვიჩია - კარგი ამბავი არ ხდება "ქართული ოცნების" თავს - არ ვგულშემატკივრობ ვინმეს დასანქცირებას, რადგან გამოვა, რომ საქართველოს პრორუსული კურსი აქვს

კარგი ამბავი არ ხდება "ქართული ოცნების" თავს - არ ვგულშემატკივრობ ვინმეს დასანქცირებას, რადგან გამოვა, რომ საქართველოს პრორუსული კურსი აქვს და ახლა რუსების მხარდამხარ იბრძვიან, თუ ასეთ შარში ამოვყავით თავი, ეს დიდი ხნით შეუშლის ხელს ამ ქვეყნის განვითარებას,- ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" მტკიცება, რომ უკრაინას გულშემატკივრობენ, დამაჯერებლად არ გამოიყურება.

"ერთიანობაში ვუყურებ კონტექსტს, არახამიას, არესტოვიჩის განცხადებებს, აუდიოჩანაწერს, სადაც ადამიანები რაღაცაზე საუბრობენ და მერე საკითხის განსარკვევად აგზავნიან პრემიერთან, მე არ ვიცი ამის გაგრძელება, მაგრამ ერთობლიობაში კონტექსტს თუ შევხედავთ, კარგი ამბავი არ ხდება „ქართული ოცნების“ თავს და ნაცვლად იმისა, ვინც არ მოწონთ „ნაცობას“ აბრალდებდნენ, უნდა ისხდნენ და ხსნიდნენ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ იმას, რომ არ არიან პრორუსული მთავრობა, უკრაინას გულშემატკივრობენ და არ იმსახურებენ დასანქცირებას არც ქვეყანა და არც მმართველი ისტებლიშმენტი. თუ სანქციები მაღალჩინოსნებს შეეხო, გამოვა, რომ პრორუსული ქვეყანა ვართ. მე არ ვგულშემატკივრობ ვინმეს დასანქცირებას, რადგან არავინ გაარკვევს დეტალებს, გამოვა რომ საქართველოს პრორუსული კურსი აქვს და ახლა რუსების მხარდამხარ იბრძვიან, თუ ასეთ შარში ამოვყავით თავი, ეს დიდი ხნით შეუშლის ხელს ამ ქვეყნის განვითარებას,"- განაცხადა ხვიჩიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა