ირაკლი ზარქუა „ნაცმოძრაობას“ - 7%-მდე დაეცა თქვენი რეიტინგი, არ მიკვირს იმ ბელადის, მელიამ რომ არ გაუმართლა და ახლა ჩანაცვლებას უპირებს ბედოვლათით, ჩვენ რომ გვყავდა

მეტი რა გააკეთოს ამ ქვეყანამ, აგვიხსენით, მართლა გინდათ მეორე ფრონტი გახსნას? - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის დეპუტატებს. ზარქუამ ოპოზიციის ნაწილი ქვეყნისთვის საზიანო მოქმედებების განხორციელებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ქაოსშია.

„რადიკალურ ოპოზიციას მინდა მოგმართოთ, ვისაც კიდევ ვერ გაგირკვევიათ და საქართველოს რომ ამუნათებთ უკრაინასთან მიმართებაში. ამიხსენით, კაცო, მეტი რა გააკეთოს ამ ქვეყანამ? ქართველები ხომ ხართ, ქართული ხომ გესმით? ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის გაეროდან გარიცხვას, ევროსაბჭოში წარმომადგენლობის შეზღუდვას, ჰააგაში ჩვენ ვართ ერთ-ერთი თანამონაწილე იმ ბრალდების. მეტი რა გააკეთოს ამ ქვეყანამ, აგვიხსენით, მართლა გინდათ მეორე ფრონტი გახსნას? აქ ამბობდით „ომის პარტიას“ გვეძახიანო, არა ბატონებო, არ გეძახით! ჩვენ გეძახით „ღალატისა და ომის პარტიას“, ეს სულ სხვა დეფინიციაა. ღალატის რატომ? - იმიტომ, რომ თქვენ ჩვენი გმირი ბიჭები, რომლებიც ომში იბრძოდნენ მიატოვეთ და შემდეგ დააბრალეთ ომის დაწყება საქართველოს, როდესაც ევროსაბჭოში მხარი დაუჭირეთ რეზოლუციას, სადაც წერია, რომ საქართველოს ფართომასშტაბიანმა საომარმა მოქმედებებმა ომის ესკალაცია განაპირობაო. ამას მოაწერეთ ხელი, ამიტომ ხართ „ღალატის პარტია“. რაც შეეხება „ომის პარტიას“, დღესაც გამოვიდა უკრაინის მაღალჩინოსანი და თქვა სააკაშვილი რომ იყოს, მეორე ფრონტი დღეს გახსნილი იქნებოდაო, აი, ესაა ჩანაფიქრი. ვინც ამას ხელს უწყობთ ისინი ხართ მოღალატეები! საქართველოს ომი არ სჭირდება! ამ ქვეყანას სტაბილურობა და განვითარება სჭირდება და თუ გაქვთ ამის შნო, დაუდექით ქვეყანას გვერდით“, - განაცხადა ზარქუამ.

ზარქუამ ოპოზიციის ნაწილს, მათ შორის, თამარ ჩარკვიანს მიმართა და განაცხადა: „როგორ შეიძლება მწვალებელთა პარტიის გვერდით იყოთ და თავს დებდეთ პატრიოტიზმზე? ეს არ გამოვა!“

„7%-მდე დაეცა თქვენი რეიტინგი. არ მიკვირს იმ ბელადის, მელიამ რომ არ გაუმართლა და ახლა ჩანაცვლებას უპირებს ბედოვლათით, ჩვენ რომ გვყავდა. ქაოსში ხართ. ერთი რამ მინდა გითხრათ, სანქციები არ იქნება საქართველოს წინააღმდეგ. კეთილი ინებეთ, რეალობას თვალი გაუსწორეთ და ქვეყნის განვითარების ფერხულში ჩაებით თუ ამის შნო გაქვთ“, - განაცხადა ზარქუამ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი