გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნების" ლიდერების, ასევე, ევტუშენკოვის განცხადებიდან გამომდინარე, ნამდვილად უნდა ვიფიქროთ, რომ ჩანაწერები ავთენტურია - ამას ექნება შესაბამისი რეაქცია დასავლელი პარტნიორებისგან

„ქართული ოცნების" ლიდერების, ევტუშენკოვის განცხადებიდან გამომდინარე, ნამდვილად უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის ავთენტური ჩანაწერები - ამას ექნება შესაბამისი რეაქცია დასავლელი პარტნიორებისგან,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც თითქოს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ.

მისი თქმით, წითელი ხაზების გადაკვეთას დასავლელი პარტნიორები არავის აპატიებენ, ხოლო ჩანაწერის შინაარსი შესაძლოა, სერიოზულ საფრთხეს შეიცავდეს საქართველოს უსაფრთხოებისთვის.

„კობახიძეს მინდა ვუთხრა, ამ ჩანაწერების შინაარსზე თქმა, რომ თითქოს არაფერი არ ხდება, არასწორია და ამ ჩანაწერს აქვს სერიოზული პრობლემები, საფრთხე შეიძლება შეუქმნას საქართველოს უსაფრთხოებას. ნებისმიერი კავშირის, კოორდინაციის მონიტორინგი სანქცირებულ პირებთან გამადიდებელი შუშის ქვეშ ხდება ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ამიტომ ამას კონკრეტული რეაქცია საჯაროდ თუ არასაჯაროდ ექნება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ყველამ იცის, რომ ამ ქვეყნის რეალური მმართველი არის ივანიშვილი და ამ ჩანაწერით დადასტურდა, რომ არსად წასულა და კონკრეტულ დავალებებს აძლევს პრემიერ-მინისტრს. თუ რაიმე შეუქმნის საფრთხეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ეს იქნება დე-ფაქტო, ფაქტობრივი თუ მარიონეტული მმართველების კავშირი რუსეთის ფედერაციასთან, ეს იქნება წითელი ხაზი, რასაც არ გვაპატიებენ დასავლელი პარტნიორები“, - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის" მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებულ გენოციდზე და აღნიშნა, რომ უკრაინაში განხორციელდა გენოციდი და ამის აღიარების არავის უნდა ეშინოდეს, რადგან გენოციდის მსხვერპლი საქართველოს მოქალაქეები გახდნენ აფხაზეთში და სამაჩაბლოში. თუმცა, მისივე თქმით, მათ ადგილას ამ ინიციატივის შემოტანას ცოტა გადაავადებდა, რადგან ახლა მთავარი შეკითხვა არის ბიძინა ივანიშვილთან, იყენებს თუ არა ახლა რუსეთი და რუსი ოლიგარქები მასთან კავშირს სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, რასაც პასუხი უნდა გაეცეს, რადგან ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი.

„ქართული ოცნება" ამას მხარს არ დაუჭერს ჩემი აზრით, ეს იქნება მათთვის ტესტი, რა მხარეს არიან. მე მგონია, რომ ისინი ამ თემას საზოგადოების დასაშინებლად გამოიყენებენ,"- განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა