ეკა ხერხეულიძე - მიხეილ სააკაშვილს აეკრძალა ამანათის სახით საკვების მიღება - გადაუკეტეს ყველა გზა, რომ საკვები მიიღოს

მიხეილ სააკაშვილს გადაუკეტეს ყველა გზა, რომ საკვები მიიღოს, - ამის შესახებ ეკა ხერხეულიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც ყოფილ პრეზიდენტს შეხვდა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ 3 სახის საკვების მიღება შეეძლო, რომელიც ამანათის სახით ციხეში შეჰქონდათ, თუმცა ადმინისტრაციამ ეს აკრძალა, რადგან უსაფრთხოების თვალსაზრისით ასე მიიჩნიეს საჭიროდ.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკული, ყოველი მომდევნო დღე იქნება კიდევ უფრო კრიტიკული იმიტომ, რომ სამედიცინო დახმარება მას არ ეწევა.

ასევე, თქვენ იცით, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს კვების პრობლემა შიმშილობის შემდეგ, ჩვეულებრივად ვერ იკვებება, მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე სახის საკვებს იღებს. ეს არის სამი სახის საკვები. მათ შორის არის ერთი ყველი, რომელსაც მუდმივად ვახერხებთ ხოლმე რომ მოვუტანოთ შეხვედრის დროს. ეს საკვები მას მიეწოდება სამი წყაროს მეშვეობით, მათ შორის ჩემი გზით და როდესაც მოვიტანეთ ეს კონკრეტული საკვები არ მიიღეს და მე ჩავთვალე, რომ რაღაც ტექნიკური პრობლემა იყო. როდესაც შევედი შიგნით, აღმოჩნდა, რომ ადმინისტრაციას გაცხადებული ჰქონდა მიხეილ სააკაშვილისთვის, რომ მას აეკრძალა საკვების ამანათის სახით მიღება იმიტომ, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ასე მიიჩნიეს საჭიროდ, რაც ნიშნავს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაუკეტეს ყველა გზა, რომ საკვები მიიღოს“, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს