ნუგზარ წიკლაური - „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება უკომპრომისო გამოსვლებისთვის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება უკომპრომისო გამოსვლებისათვის, იმ შემთხვევაში თუ არ იქნა გათვალისწინებული საერთაშორისო საზოგადოების, ექიმთა კონსილიუმების და ქართული საზოგადოების მოთხოვნა , - ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასმულ შეკითხვას.

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ოლიგარქიულ მმართველობაზე საერთაშორისო ზეწოლა გაიზრდება.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, პარტია ელოდება სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის სამედიცინო დასკვნას.

„ჩვენი ქმედებები და მცდელობები არ შეწყვეტილა არცერთი მიმართულებით. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უახლოეს ხანებში გაიზრდება საერთაშორისო წნეხი ოლიგარქიულ მმართველობაზე, რომელსაც ტყვედ ჰყავს პუტინის პირადი პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ ველოდებით სახალხო დამცველის სამედიცინო დასკვნას, რომელიც მალე უნდა იყოს. ამის შემდეგ კიდევ ახალ შესაძლებლობებზე იქნება საუბარი.

როდესაც ვეუბნებოდით, ის უნდა გადაეყვანათ მულტიპროფილურ კლინიკაში, ეს რომ შესრულებულიყო, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არ წავიდოდა უკან. მიხეილ სააკაშვილი იმ ეპოქალურ დრამაში, რომელიც დღეს მიმდინარეობს ცივილიზაციასა და რუსეთ-ბნელეთს შორის, განუყრელი ნაწილია. ის ზის ციხეში, არა იმიტომ რომ პიჯაკები ჰქონდა, ან სადმე გვირგვინი მიიტანა, არამედ ის ზის ციხეში იმიტომ, რომ პუტინმა გამოუტანა განაჩენი. პუტინის ხელის ბიჭები, ივანიშვილის, ღარიბაშვილის და სხვათა სახით, აღასრულებენ ამ სამარცხვინო განაჩენს საქართველოს ისტორიისათვის.

გაგრძელდება დასავლეთის მხრიდან ზეწოლა, ჩვენ მოვისმენთ ამ დასკვნას. ამ ქვეყნის მთავარი სუვერენი, ქართველი ხალხი იტყვის სიტყვას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება უკომპრომისო გამოსვლებისათვის, იმ შემთხვევაში თუ არ იქნა გათვალისწინებული საერთაშორისო საზოგადოების, ექიმთა კონსილიუმების და ქართული საზოგადოების მოთხოვნა“, - განაცხადა წიკლაურმა.

მან ასევე ისაუბრა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ინიშნება.

მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გიორგი მარგველაშვილისთვის რაიმე შეთავაზება არ გაკეთებულა.

„პრიმიტიული პროპაგანდისტები არიან „ქართულ ოცნებაში“ და ყველამ კარგად დავინახეთ რისთვისაც კეთდება ეს, - იმისთვის, რომ მთავარი თემა, რუსეთის პირდაპირი სატელიტობა გადაიფაროს. „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით გიდასტურებთ, რომ არავითარი შეთავაზება გიორგი მარგველაშვილის მიმართ არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. ბატონმა მარგველაშვილმა თქვა, რომ არავითარი საუბარი ამის შესახებ არ ყოფილა. ერთადერთი, ვინც ამაზე ლაპარაკობს, არის „ქართული ოცნება“, - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში