შალვა პაპუაშვილმა და ხავიერ კოლომინამ შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიასა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ნატო-ს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა განიხილეს.

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ნატო-ს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს წვლილს გლობალურ უსაფრთხოებაში და ქვეყნის პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მხარეებმა აგრეთვე მიმოიხილეს რუსეთის აგრესია უკრაინაში და მისი მძიმე შედეგები რეგიონისთვის. ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და იმედი გამოთქვა, რომ ნატო-ს მადრიდის სამიტზე აღიარებული იქნება საქართველოს პროგრესი.

ალიანსის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოებისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორია. მისი თქმით, ნატო გააგრძელებს საქართველოსთან აქტიურ თანამშრომლობასა და დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობას“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსეი გარანი - კიევსა და მოსკოვს შორის მინსკი 2-ის მსგავსი არანაირი შეთანხმება არ გაფორმდება, რადგან, რაც რუსეთმა  უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ ჩაიდინა, ეს წარმოუდგენელია
ზაზა ფირალიშვილი - ენტონი ბლინკენის წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისადმი აშკარა ნიშანია იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების ქცევა ევროატლანტიკურ სივრცეში სერიოზულ ეჭვებს იწვევს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2022
ანაიტ ვოსკანიანი - სომხეთი მსოფლიოს ყველა ტიპის ტურისტისთვის მიმზიდველი ქვეყანაა
PSP-ს გუნდი ფუტსალის ლიგის 1/2 ფინალშია
ბაზისბანკმა ბიზნესში 305 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა
„ლისი ინტელიგენციის“ განვითარებისთვის დახარჯული ჯამური ინვესტიცია 1 500 000 ლარს უტოლდება
Fitch Ratings-მა ბაზისბანკს საკრედიტო რეიტინგი „B+“ დაუდასტურა