ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - უკრაინა საჰაერო სივრცის უმეტეს ნაწილზე კონტროლს ინარჩუნებს

უკრაინა საკუთარი საჰაერო სივრცის უმეტეს ნაწილზე კონტროლს ინარჩუნებს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყების დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„უკრაინა ინარჩუნებს კონტროლს საკუთარი საჰაერო სივრცის უმეტეს ნაწილზე. რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის საჰაერო ძალების ეფექტური განადგურება ან უკრაინის საჰაერო თავდაცვის ჩახშობა,“ - ნათქვამია ანგარიშში.

შეფასების თანახმად, რუსეთის საჰაერო აქტივობა ახლა "უპირველეს ყოვლისა სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაზეა ორიენტირებული", რათა იქ სახმელეთო ძალების მხარდაჭერა უზრუნველყოს. ამასთან, ბროტანეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთის წვდომა "უკრაინის ჩრდილოეთით და დასავლეთით" "ძალიან შეზღუდულია“.

ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვასთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, რუსეთი „საჰაერო თავდასხმებს უმართავი ბომბების გამოყენებით ახორციელებს, რაც ზრდის მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის რისკს".

ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ცნობით, რუსეთი აგრძელებს თავდასხმას უკრაინის ინფრასტრუქტურასა და სამხედრო აქტივებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის