ეკა გიგაური - მთავრობის გაურკვეველი პოზიციები უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, შესაძლოა, კავშირში იყოს იმასთან, რომ ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის წევრებს რუსეთში მოქმედი ბიზნეს ინტერესები აქვთ

საქართველოს მთავრობის გაურკვეველი პოზიციები უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით შესაძლოა, კავშირში იყოს იმასთან, რომ ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის წევრებს რუსეთში მოქმედი ბიზნეს ინტერესები აქვთ, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თავმჯდომარემ, ეკა გიგაურმა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კვლევის პრეზენტაციისას განაცხადა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს სერიოზული ბიზნესინტერესები გააჩნია მტრულ სახელმწიფოში, რამაც გარკვეული საფრთხე შეიძლება შეუქმნას ქვეყნის საგარეო კურსს და დემოკრატიულ ინსტიტუციებზე ივანიშვილის ამგვარი გავლენა სახელმწიფოს მიტაცებად კვალიფიცირდება.

არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, ივანიშვილი 2012-2019 წლებში საკუთარი ოფშორული კომპანიების მეშვეობით მინიმუმ 10 რუსულ კომპანიას ფლობდა. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ აცხადებენ, რუსეთში აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდნენ ბიძინა ივანიშვილის ნათესავებიც, რომლებსაც საერთო კომპანიები რუსეთის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებთან გააჩნიათ.

„პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლის მიუხედავად, ივანიშვილი ინარჩუნებს გავლენას საქართველოს მმართველ პარტიასა და მთელ რიგ ინსტიტუციებზე, სადაც დღემდე მის კომპანიებში ან პირადად მასთან ნამუშევარი ადამიანები იკავებენ უმაღლეს თანამდებობებს. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველოს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ არც დაუმალავს, რომ ისინი რუსეთთან ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკას გაატარებდნენ. წლების განმავლობაში, მათ შორის ხელისუფლების პოლიტიკის ხელშეწყობით, საქართველოს ეკონომიკის გარკვეული სეგმენტები რუსეთზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული გახდა.

პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლის მიუხედავად, ივანიშვილი ინარჩუნებს გავლენას საქართველოს მმართველ პარტიასა და მთელ რიგ ინსტიტუციებზე, სადაც დღემდე მის კომპანიებში ან პირადად მასთან ნამუშევარი ადამიანები იკავებენ უმაღლეს თანამდებობებს.

დემოკრატიულ ინსტიტუციებზე ამგვარი გავლენა სახელმწიფოს მიტაცებად კვალიფიცირდება”, - ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.

იხილეთ კვლევა სრულად

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს