ნიკოლოზ სამხარაძე ივანიშვილი-ევტუშენკოვის სავარაუდო საუბრის ჩანაწერზე - ძალიან ბევრი ეჭვია, როგორც ავთენტურობასთან, ასევე იმასთან დაკავშირებით, ვისგან გავრცელდა ეს ჩანაწერი და ვინ ჩაიწერა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ჯერ უნდა დადგინდეს გავრცელებული აუდიოჩანაწერები, სადაც თითქოს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი ოლიგარქი, Sistemas-ს დამფუძნებელი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ, ავთენტურია თუ არა, საიდან გავრცელდა და შემდეგ ისაუბრებს შინაარსზე. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ზოგადად, ნებისმიერ ჩანაწერთან დაკავშირებით, მე ისეთი პოზიცია მაქვს, რომ საჭიროა, გაცხადდეს ავთენტურია თუ არა და მეორე ასევე საიდან იქნა მოპოვებული ეს ჩანაწერი. ეს ყველაფერი ძალიან ბევრ რამეს ახდის ფარდას. ამიტომ ჩემთვის ეს ორი საკითხია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის მესამე, რაც შინაარს ეხება. ეს ორი საკითხი თუ მეცოდინება, მესამეზე უფრო თავისუფლად გიპასუხებთ. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ეჭვია, როგორც ავთენტურობასთან დაკავშირებით, ასევე იმასთან დაკავშირებით თუ ვისგან გავრცელდა ეს ჩანაწერი და ვინ ჩაიწერა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში "კიბერ კმარას" მტკიცებით, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერი ვრცელდება. სატელეფონო საუბრის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, ისინი თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ. ჩანაწერში ნახსენებია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელი, რომელზეც სავარაუდოდ, ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ მის მიერ გამოგზავნილ წარმომადგენელს სწორედ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. აღნიშნულის საპასუხოდ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი, ივანიშვილს სთხოვს, რომ მის წარმომადგენელს თავად ის შეხვდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა