ბექა დავითულიანი - რა კითხვებს უნდა გასცეს პრემიერ-მინისტრმა პასუხი პარლამენტში, რისთვის იბარებენ? - რაიმე დანაშაულში გაყო პრემიერმა თავი თუ სკანდალში?

რა კითხვებს უნდა გასცეს პრემიერ-მინისტრმა პასუხი პარლამენტში, რისთვის იბარებენ? - რაიმე დანაშაულში გაყო პრემიერმა თავი თუ სკანდალში? - ასე ეხმიანება ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით პრემიერ- მინისტრის პარლამენტში, ინტერპელაციის წესით დაბარებას.

დავითულიანი აცხადებს, რომ ჩანაწერი ავთენტური რომც იყოს, გაუგებარია რა არის გასაკვირი, თუ ივანიშვილი რუსეთში მეგობარს მეგობრულად ესაუბრება. ის ასევე გამოეხმაურა ამ საკითხზე არახამიას განცხადებას და მას "თავხედური" უწოდა.

"ის კაცი (ივანიშვილი) 10 წელი ცხოვრობდა რუსეთში და იქ შეიძლება ჰყავდეს ბიზნესმენი მეგობარი, რომელსაც მეგობრულად ელაპარაკება, რა არის ამაში გასაკვირი, მე არ მესმის!

არახამიამ თქვა, რომ ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესდეს, რაც იყო მისი მხრიდან ძალიან უპასუხისმგებლო და თავხედური განცხადება. მისი საქმე ნამდვილად არ არის, ამ ქვეყანაში რა მოხდება, ვის რა დაუწესდება, თან უმიზეზოდ ამის თქმა არის კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯი. საიდან მოხვდა ეს ვიდეო შეგიძლიათ მითხრათ? ევტუშენკოვი არის რუსეთში, ან "ფსბ"- ს უნდა ჩაეწერა, ან ბიძინა ივანიშვილი უნდა ჩაეწერა საქართველოში ქართულ უშიშროებას, მერე ქართულმა უშიშროებამ გადასცა თუ "ფბს"-მ ოპოზიციურ არხებს?! რა დასავლური დაზვერვა, როგორ უსმენს დასავლური დაზვერვა ევტუშენკოვს რუსეთში, დასავლური სპეცსამსახურები უკანონოდ უსმენენ ვიღაცებს, ამას ამბობთ?! რა კითხვებს უნდა გასცეს პრემიერ- მინისტრმა პასუხი პარლამენტში, დანაშაულთან ჰქონდა რამე შეხება? რისთვის იბარებენ - რაიმე დანაშაულში გაყო პრემიერმა თავი თუ სკანდალში?“ - განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისთვის, „ლელოს" საპარლამენტო გუნდი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იბარებს.

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში დაბარებულია საერთაშორისო სანქციების რეჟიმთან მიმართებაში ხელისუფლების პოზიციებზე და სატელეფონო ჩანაწერების შესახებ“, -ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსეი გარანი - კიევსა და მოსკოვს შორის მინსკი 2-ის მსგავსი არანაირი შეთანხმება არ გაფორმდება, რადგან, რაც რუსეთმა  უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ ჩაიდინა, ეს წარმოუდგენელია
ზაზა ფირალიშვილი - ენტონი ბლინკენის წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისადმი აშკარა ნიშანია იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების ქცევა ევროატლანტიკურ სივრცეში სერიოზულ ეჭვებს იწვევს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.05.2022
ჰუბერტ ქნირში - გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ჯერ კიდევ გრძელია - ის, რაც რამდენიმე კვირაში ევროპის საბჭომ შეიძლება გადაწყვიტოს, არის გზის დასაწყისი, არის გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ერთად გვინდა ამ გზის გავლა
„ლისი ინტელიგენციის“ განვითარებისთვის დახარჯული ჯამური ინვესტიცია 1 500 000 ლარს უტოლდება
Fitch Ratings-მა ბაზისბანკს საკრედიტო რეიტინგი „B+“ დაუდასტურა
4-5 ივნისს თბილისის საკონცერტო დარბაზში „ერისიონი“ ახალი პროგრამით წარდგება
IF Design-ის 2022 წლის ღონისძიებაზე ჰიუნდაიმ 9 ჯილდო მოიპოვა
რომელ Galaxy A სმარტფონს ირჩევ შენ?
ვებსტერის უნივერსიტეტსა და თიბისის შორის მემორანდუმი გაფორმდა
ლიბერთი ბანკი - დიდი პასუხისმგებლობა და პატივია უნიკალური ინფრასტრუქტურით მოვემსახუროთ სოციალური გასაცემლების მიმღებ პირებს