ილია დარჩიაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის მჭიდრო ტრადიციული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორობისა და მეგობრობის გაღრმავებაში პრეზიდენტ ალიევის პირად წვლილს განსაკუთრებით გაუსვა ხაზი.

„მხარეებმა რეგიონში სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობა აღნიშნეს და ამ მხრივ, წარმატებით მიმდინარე ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებს დადებითი შეფასება მისცეს.

შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს და არსებული გამოწვევების ფონზე მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აზერბაიჯანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხარეები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს მიესალმნენ. ილია დარჩიაშვილმა პრეზიდენტ ალიევს საქართველოს მთავრობის მეთაურის მოკითხვა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში მასპინძლობის სურვილი გადასცა.

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხიდების ხეივნის გვირგვინით შემკობის ცერემონიით და ეროვნული ლიდერის ჰეიდარ აილიევის ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყო,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს