ანა წითლიძე - უკრაინაში დაღუპულების ოჯახებმა უნდა ისარგებლონ იმავე სოციალური დაცვის პაკეტით, რითაც სარგებლობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლის ოჯახები

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დღეს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს, რომლის მიხედვით უკრაინაში დაღუპულების ოჯახებმა უნდა ისარგებლონ იმავე სოციალური დაცვის პაკეტით, რითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლის ოჯახები სარგებლობენ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ ბრიფინგზე განაცხადა, გარდა აღნიშნული ინიციატივისა, ფრაქცია კიდევ ერთ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც უკრაინაში მებრძოლებისთვის ომის ვეტერანის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს.

„9 ქართველი გმირი შეეწირა უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას და ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლა ეს არის საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაც. თუ ვინმესთან დღეს ვალში არის ქართული სახელმწიფო, არის სწორედ ამ თავდადებულ ადამიანებთან, რაზეც დგას დღეს ქართული სახელმწიფო. სწორედ ამიტომაც, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას საქართველოს კანონში ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის დაღუპული, უგზო-უკვლოდ დაკარგული, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ. ამ ცვლილების მიხედვით უკრაინაში დაღუპულების ოჯახებმა უნდა ისარგებლონ იმავე სოციალური დაცვის პაკეტით, რითაც სარგებლობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლის ოჯახები. ეს გულისხმობს ერთჯერად დახმარებას 10 000 ლარის ოდენობით და კანონით გათვალისწინებულ სხვა შეღავათებს.

ასევე მეორე საკანონმდებლო ინიციატივა, რაზეც მუშაობს ფრაქცია ეხება იმ ქართველ მებრძოლებს, რომლებიც იბრძოდნენ წინა ხაზზე უკრაინაში და უკრაინელებთან ერთად იცავენ საქართველოს თავისუფლებასაც, ამ მებრძოლებს ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით უნდა ჰქონდეთ იგივე ომის ვეტერანის სტატუსი, რაც აქვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლებს და ასევე, სამშვიდობო მისიებში მონაწილე პირებს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ საკანონმდებლო ინიციატივას ექნება მხარდაჭერა", - განაცხადა წითლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო