ირაკლი ქადაგიშვილი - ვიდრე სააკაშვილი ვერ გადახარშავს, რომ მისი დესანტირების მიზნები ჩაფუშულია და მოსახლეობას ის ამოცანები არა აქვს, რაც მას და არესტოვიჩს ჰქონდათ, მანამდე იქნება “ავადა ვარ”-ს ძახილში

სანამ მიხეილ სააკაშვილი ვერ გადახარშავს, რომ მისი დესანტირების მიზნები ჩაფუშულია და საქართველოს მოსახლეობას ის ამოცანები არა აქვს, რაც მას და ალექსანდრ არესტოვიჩს ჰქონდათ, მანამდე იქნება მუდმივად “ავადა ვარ”-ს ძახილში, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, "იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ომის პრეზიდენტი გამხდარიყო, მისი დესანტირება საქართველოში მოხდა, თუმცა ციხეში აღმოჩნდა, რაც მათ გეგმებში აბსოლუტურად არ შედიოდა".

"აქედან გამომდინარე, თვეების განმავლობაში გვესმის საუბარი იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს ისე, რომ სიკვდილის პირას არის და ა.შ. ეს არის დაუსრულებელი სპეკულაცია. შესაბამისი სამსახური მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას გვაწვდის და მისი როგორც ჯანმრთელობა, ასევე პატიმრის უფლებები დაცულია. სტრასბურგის სასამართლომ ეს სურათი დაგვანახა, როცა მის მიმართ არადამიანური და წამების საქმე არ განიხილა. ვინც საჯარო ინფორმაციას გაეცნობა, ნათელი ხდება, რომ ამ ადამიანის უფლება კი არ ირღვევა, არამედ დემოკრატიის უფლებები ირღვევა, როცა პატიმარი სცემს და აგინებს პენიტანციალური სამსახურის წარმომადგენლებს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა