ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ბიძინა ივანიშვილსა და რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვის სავარაუდო საუბრის ჩანაწერს „ტვიტერში“ ეხმიანება.“ქართული ოცნებისგან” ვითხოვ განმარტებას, ითვლება თუ არა მსგავსი საქციელი საქართველოს ევროპული პოზიციისთვის სასარგებლოდ?” - წერს ევროპარლამენტარი.
ევროპარლამენტარი აზიარებს ინფორმაციას, სადაც აღნიშნულია, რომ „ევგენი ევტუშენკოვმა, სანქცირებულმა რუსმა ოლიგარქმა, რომელიც რუსული არმიისთვის სამხედრო დრონებს ამზადებს, დაადასტურა, რომ მეგობრობს ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც, როგორც ისმის, პრემიერ ღარიბაშვილს ევტუშენკოვის წარმომადგენელთან შეხვედრას ავალებს.“