პრემიერი ალი უზდენოვზე - აღნიშნული რუსი ბიზნესმენი ჩამოსული იყო საქართველოში დავით ხიდაშელის მოწვევით და შეხვდა რამდენიმე ბიზნესის წარმომადგენელს - მინდა, კითხვა დავუსვა ამ აჟიოტაჟის ავტორებს, რაიმე შედეგი დადგა? ნული

ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, კარგად მოგეხსენებათ, გუშინ გაავრცელა ვრცელი კომენტარი და მე არ ვაპირებ მისი ერთხელ გავრცელებულის კომენტირება დავიწყო და ხელახლა აგიხსნათ, თუ რას გულისხმობდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, შეხვდა თუ არა რუს ბიზნესმენ ალი უზდენოვს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე მას ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მიმართა, რომელიც ბიზნესსექტორთან გადაამისამართა.

„რაც შეეხება შეხვედრას, საერთოდ რატომ არის ატეხილი ამხელა აჟიოტაჟი, რა მოხდა, რამე დანაშაულს ჰქონდა ადგილი, რამე ისეთი მოხდა? რაზე ველაპარაკებით ჩვენს ხალხს? ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, კარგად მოგეხსენებათ, გუშინ გაავრცელა ვრცელი კომენტარი და მე არ ვაპირებ მისი ერთხელ გავრცელებულის კომენტირება დავიწყო და ხელახლა აგიხსნათ, თუ რას გულისხმობდა. მე მართლაც მომმართა დავით ხიდაშელმა, რომ არსებობდა გარკვეული ბიზნესშემოთავაზებები და ძალიან მარტივად ვუთხარი, რომ მე ვერ შევხვდებოდი, არ ვიყავი ქალაქში და გადავამისამართე ბიზნესსექტორთან. როგორც თავადაც დაადასტურა, აღნიშნული რუსი ბიზნესმენი ჩამოსული იყო საქართველოში დავით ხიდაშელის მოწვევით და დავით ხიდაშელთან ერთად შეხვდა რამდენიმე ბიზნესის წარმომადგენელს. მინდა, მთავარი კითხვა დავუსვა ამ აჟიოტაჟის ავტორებს და ვითომდა „სკანდალის“ გამომძიებლებს, რაიმე გაგრძელება, რაიმე შედეგი დადგა? ნული. ხაზგასმით ვამბობ, არავითარი გაგრძელება, არავითარი შედეგი თქვენს მიერ ხსენებული ბიზნესმენის შეხვედრებს საქართველოში, არ მოჰყოლია. შესაბამისად, მსგავსი სპეკულაციები აბსოლუტურად მიუღებელია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს