პრემიერი - სააკაშვილი დღეს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო, აქ იქნებოდა ომი, აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს

სააკაშვილი დღეს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო, აქ იქნებოდა ომი, აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს, ეს იყო განზრახვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილმა ყველაზე დიდი, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, როდესაც ქვეყანასა და ხალხს ომი თავიდან არ აარიდა და შედეგად ქვეყანა დაინგრა.

„როგორ ფიქრობთ, რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში? ის ჩამოვიდა საქართველოში ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რევოლუცია, მასობრივი მკვლელობები, მათ შორის, ოპოზიციური ლიდერების მკვლელობები და მომხდარიყო გადატრიალება. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ნიშნავდა ოკუპირებულ ქვეყანაში ახალი ომის დაწყებას. გესმით, რამხელა ბინძურ პროვოკაციას ავარიდეთ ყველა?! მე ვიცი, რომ იმედები გავუწბილე ყველა ვითომ მეგობარს, რომელსაც ჩემს და თქვენს ქვეყანაში სურდა ომი, ჩემი ხალხის მოკვლა და ქვეყნის განადგურება. მე ვპირდები, რომ მათ ყოველთვის გავუწბილებ იმედებს, არანაირი მეორე ფრონტი და მეორე ომი საქართველოში არ იქნება!

ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, ბიძინა ივანიშვილს რომ არ მოეშორებინა ეს, ერთი შეხვედვით, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული, ქვეყნის დამღუპველი და გამანადგურებუელი ძალა სააკაშვილის მეთაურობით, დღეს, გარანტიას გაძლევთ, ისევ სააკაშვილი იქნებოდა ხელისუფლებაში და იქნებოდა მეორე მარიუპოლი. ამას აგარიდათ ბიძინა ივანიშვილმა თქვენც და ყველაც", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა