აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონის განვითარებისთვის მჭიდრო თანამშრომლობა დაადასტურეს

ბაქოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრები მიესალმნენ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტს ბაქოში და იმედი გამოთქვეს, რომ მაღალი დონის მჭიდრო კავშირები ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრადიციული მეგობრობის შემდგომ განმტკიცებას. ამასთან, მინისტრებმა შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითადი მიმართულება. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა რომ აღნიშნული ვიზიტი დამატებით იმპულსს შესძენს ორი ქვეყნის მტკიცე მეგობრობას და მჭიდრო ხალხთაშორის კავშირებს.

,,კმაყოფილებით აღინიშნა ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღი 30 წელი და გამოთქვეს მზაობა აქტიურად იმუშაონ ქვეყნებს შორის შემდგომი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. შეხვედრაზე მიმოხილული იქნა მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესები, გლობალურად არსებული უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევების გათვალისწინებით ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობას. მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირებს.

მათ შორის აღინიშნა საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტები და ა.შ. რაც მხარეთა შეფასებით ზრდიან საქართველოსა და აზერბაიჯანის მიმზიდველობას და გააჩნიათ დიდი პოტენციალი ენერგო უსაფრთხოებისა და ენერგო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. მინისტრებმა კმაყოფილება გამოთქვეს პანდემიის შემდგომ პერიოდში ეკონომიკის განახლების ფონზე ქვეყნებს შორის მზარდი სავაჭრო ბრუნვის გამო და იმედი გამოთქვეს რომ წარმატებული სექტორული თანამშრომლობა და რეგულარული ხასიათის ეკონომიკური ფორმატების გამართვა კიდევ უფრო გაამყარებს არსებულ სავაჭრო მაჩვენებელს. ყურადღება გამახვილდა ტურიზმის, როგორც ორივე ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებაზე და ამ მხრივ თანამშრომლობის კარგ შესაძლებლობებზე.

მინისტრებმა მიმოიხილეს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კულტურული, საგანმანათლებლო და ხალხთაშორისი კავშირები და მიესალმნენ შემდგომ სხვადასხვა პროექტების მეშვეობით ამ კავშირების უფრო გაღრმავებისთვის მიმართულ ძალისხმევას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს