მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ ამას რა თქმა უნდა გაგრძელება არ ექნება, თუმცა მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა ვიყოთ მშვიდად. ვუყურებთ რა ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს, რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა ვიყოთ მობილიზებული, ამისთვის საჭიროა მჭიდრო კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, ვიყოთ მათთან მჭიდრო კოორდინაციაში და მუდმივად გავცვალოთ ინფორმაციები ამის თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი განცხადებები არაერთხელ გაჟღერებულა.
„მსგავსი განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, არაერთი განცხადება მოვისმინეთ ჩვენ მათ შორის იგივე ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდანაც. არაერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ შესაძლოა, ეს ყოფილიყო ლოკალური მიზნისთვის განხორციელებული აქტი თუ განცხადება, იმიტომ რომ ე.წ. არჩევნები იმართებოდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში,“- აღნიშნა პრემიერმა.