პრემიერი - მას შემდეგ, რაც მკაფიოდ განვაცხადეთ და ვუთხარით, მათ შორის ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომ არანაირი, არავითარი მეორე ფრონტი, ომი არ იქნება საქართველოში, დაიწყო უსაფუძვლო ბრალდებების კასკადი

მინდა, ჩვენს ხალხს სრული პასუხისმგებლობით განვუმარტო, რომ მთელი ეს ვითომ სკანდალები, აჟიოტაჟი და აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, მიმართული იყო მხოლოდ ერთი მიზნისკენ, რაიმენაირად საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მკაფიო განცხადების შემდეგ, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება, დაიწყო უსაფუძვლო ბრალდებების კასკადი.

„მას შემდეგ, რაც მე, ჩვენმა გუნდმა მკაფიოდ განვაცხადეთ და ვუთხარით, მათ შორის ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომ არანაირი, არავითარი მეორე ფრონტი, ომი არ იქნება საქართველოში, დაიწყო ამ უსაფუძვლო ბრალდებების კასკადი. გახსოვთ ჯერ კიდევ ელჩის გაწვევის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შემდეგ რაღაც ბრალდებები რძეზე, ყველზე, ახლა კიდევ მოვისმინეთ ხორბალი, ამას დაემატა პირდაპირი, დეკლარირებული აღიარება უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან, რომ მათი სურვილი და ამოცანა იყო და არის მოლდოვასა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. გუშინ ჩვენ ასევე მოვისმინეთ სხვა განცხადებებიც, რომელიც უკავშირდებოდა ანალოგიურ განზრახვას და სამწუხაროდ, დამწუხრებით მათ მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ თითქოს ჩვენ, ქართული ხელისუფლება არ ვართ ომისთვის მზად და არ გავაკეთებთ ომს და რომ ამას სააკაშვილი გააკეთებდა“, - განაცხადა პრემიერმა.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა