არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია სტუმრობს

სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია საქართველოს პრობაციის სისტემის მიღწევებს ეცნობა. ამ მიზნით, დელეგაციის წევრები დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ესტუმრნენ. ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, სააგენტოს უფროსმა, ლადო ხელაძემ მათ პირობით მსჯავრდებულთა ელექტრონული კონტროლის და შინაპატიმრობის ელექტორნული მონიტორინგის აღსრულებაზე ინფორმაცია მიაწოდა.

„ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები პირობით მსჯავრდებულებისთვის შექმნილ ინოვაციურ მოწყობილობას „PROBBOX”-ს გაეცნენ. მოისმინეს ინფორმაცია კანონთან კონფლიქტში მყოფ და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა, ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის, ასევე, განრიდებისა და მედიაციის პროგრამებზე.

სომხეთის რესპუბლიკის პრობაციის სამსახურის ხელმძღვანელ გევორგ სიმონიანთან და სისტემის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე და სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები რუსთავში, პრობაციის ბიუროს ესტუმრებიან. სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია საქართველოში, ოფიციალური ვიზიტით, 29 აპრილამდე დარჩება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო