IRI-ის კვლევის თანახმად, მომავალ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს 31% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ 16%, ხოლო გიორგი გახარიას პარტიას 4%

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევის თანახმად, კითხვაზე, მომავალ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, 31% „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ასახელებს.

რაც შეეხება სხვა პარტიების მონაცემებს:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 16%;

„საქართველოსთვის - გიორგი გახარია“ – 4%;

„დროა - ელენე ხოშტარია“ – 2 %;

„სტრატეგია აღმაშენებელი- გიორგი ვაშაძე“ – 2%;

„ლეიბორისტული პარტია“ – 2 %;

„ხალხისთვის- ანა დოლიძე“-2%;

„ლელო“ -2%;

„პატრიოტთა ალიანსი“- 1 %;

„კონსერვატიული მოძრაობა - ალტ ინფო“ – 1%;

„გირჩი - მეტი თავისუფლება“ -1 %;

„მოქალაქეები -ალეკო ელისაშვილი“ – 1 %;

სხვა - 2%;

არ ვაძლევ ხმას - 4%;

ბიულეტენს გადახაზავს - 11%;

არ ვიცი - 12 % ;

არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული - 7 %.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM -ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა