ადგილობრივები ისანში ერთი პირის მკვლელობისა და რამდენიმეს დაჭრის საქმის ახალ დეტალებზე საუბრობენ

თვითმხილველების ინფორმაციით, ისანში მომხდარ ინციდენტს წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა.როგორც "ინტერპრესნიუსს" მათ განუცხადეს, დაჭრილებს დაზიანებები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს მამა-შვილი, ბიძა და კიდევ ერთი პირი დაჭრეს, თუმცა ბიძა გულმკერდის არეში მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს