“ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში პარტიის წევრები და მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნობენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. მისივე განმარტებით, დიპლომატებს მიმართავენ თხოვნით, რომ დაცული იყოს მიხეილ სააკშავილის უფლებები და ამის თაობაზე მონიტორინგი განახორციელოს საერთაშორისო საზოგადოებამ.

„ასევე ცხადია, ვისაუბრებთ მისი ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე. ჩვენი მიზანია, რომ ამ ფუნდამენტურ დარღვევებს მოჰყვეს ადეკვატური რეაგირება, მათ შორის, დიპლომატიური კორპუსისგან იმ პირობებში, როდესაც სამწუხაროდ, არ არსებობს ინსტიტუციები ამ ქვეყანაში. როდესაც მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური ტყვე, ცხადია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელოვა აქვს ჩვენი დასავლელი მეგობრების აქტიურობას”, - აცხადებს საძაგლიშვილი.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, სამწუხაროდ, არ არის არანაირი წინაპირობა იმისა, რომ ხელისუფლების მხრიდან გონივრული გადაწყვეტილების მოლოდინი ჰქონდეს.

“დიპლომატებთან ჩვენი თხოვნა იქნება, რომ მიხეილ სააკშავილის უფლებები დაცული იყოს და ამაზე მონიტორინგი განახორციელოს საერთაშორისო საზოგადოებამ”, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

დიპლომატებს ხვდებიან: ნიკა მელია, აკაკი მინაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და თინა ბოკუჩავა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს