სოფო ჯაფარიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან სამკურნალოდ გადასაყვანად უცხოეთის ქვეყნებთან აქტიური მოლაპარაკებების წარმოება დაიწყო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სოფო ჯაფარიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან სამკურნალოდ გადასაყვანად უცხოეთის ქვეყნებთან აქტიური მოლაპარაკებების წარმოება დაიწყო.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, აქტიური მოლაპარაკებები არაერთ ქვეყანასთან აქვს და მათი მხრიდან არსებობს მზაობა, რომ მიხეილ სააკაშვილი მიიღონ, შესაბამისად ოფიციალურ დოკუმენტებს საქართველოს მთავრობას რამდენიმე დღეში წარუდგენს.

„დღეს რუსთავის ციხეში ვუყურებთ რუსეთის დაკვეთით როგორ კლავენ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. ვინც სამედიცინო კონსილიუმის დასკვნა მოისმინა, ამაში ყველა დამეთანხმება, რომ სიჩუმე არის დანაშაული და აღარ არის დრო მხოლოდ განცხადებების, ჩვენ უნდა გადავიდეთ მოქმედებაზე. მე დავიწყე აქტიური მოქმედება მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანისთვის, სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში შეუძლებელია მისი მკურნალობა. ყველა წინადადებას შევთავაზებ ჩვენს ხელისუფლებას და ყველაფერს გავაკეთებ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა. საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს და ნებისმიერ წუთს შეიძლება დადგეს გამოუსწორებელი შედეგი. გვერდზე უნდა გადავდოთ პოლიტიკა, ბრძოლა და შურისძიება, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადავარჩინოთ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე”, - აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო