ირაკლი ზარქუა - ბატონ ბიძინა ივანიშვილს რეიტინგი არ სჭირდება, როცა პოლიტიკაში იყო, ის იყო პატრიარქის შემდეგ პირველ ადგილზე და ყოველთვის ასე დარჩება

ბატონ ბიძინა ივანიშვილს რეიტინგი (რეიტინგის გაზომვა) არ სჭირდება, როცა პოლიტიკაში იყო, ის იყო პატრიარქის შემდეგ პირველ ადგილზე და ყოველთვის ასე დარჩება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ამასთან, როგორც ზარქუა აღნიშნავს, IRI-ს დიდად არ ენდობა, თუმცა, გარკვეულ ტენდენციებს ის მაინც ასახავს. მისივე შეფასებით, კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობას უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ლიდერ პარტიად მიიჩნევს, ასევე კვლევა აჩვენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" მილევად რეჟიმშია“

ბიძინა ივანიშვილს ბევრი რამ აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის. მისი ხელმძღვანელობით ძალიან ბევრ განსაცდელს ავერიდეთ და აერიდა საქართველო. რაც შეეხება ამ რეიტინგებს, ის უკვე გასულია პოლიტიკიდან და არც ჩანს, ამიტომ რამდენად სწორი იყო მისი ჩართვა ამ ნუსხაში, ეს კიდევ სხვა საკითხია. ზოგადად, იმ ჩამონათვალში, პირველ ხუთეულში არიან მმართველი პარტიის წარმომადგენლები ძირითადად, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მოსახლეობის უმრავლესობას აქვს იმის სწორი აღქმა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“, - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 92% პატრიარქ ილია II-ის მიმართაა დადებითად განწყობილი, 53% - თბილისის მერ კახა კალაძის, ხოლო 52% - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ამასთან, გამოკითხვის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის მიმართ დადებითად გამოკითხულთა 31%-ია განწყობილი.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა