ილია დარჩიაშვილი - „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებით ჩვენი ქვეყნის, როგორც აშშ-ს საიმედო სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა

საქართველოს, როგორც აშშ-ს საიმედო სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა ორპარტიული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებით,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

ილია დარჩიაშვილი საქართველოს მხარდამჭერი აქტის წარმატებაში გაწეული ძალისხმევისთვის ადამ კინზინგერსა და ჯერი კონოლის მადლობას უხდის.

"საქართველოს, როგორც აშშ-ს საიმედო სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა ორპარტიული "საქართველოს მხარდამჭერი აქტის" მიღებით.

მადლობა საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებს - ადამ კინზინგერსა და ჯერი კონოლის, საქართველოს მხარდამჭერი აქტის წარმატებაში გაწეული ძალისხმევისთვის," - წერს დარჩიაშვილი Twitter-ის პირად გვერდზე.

ცნობისთვის, 2022 წლის 27 აპრილს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა