დავით სერგეენკო სააკაშვილზე - პოლიტიკოსებთან სათხოვარი მექნება, შეძლებისდაგვარად ჩამოშორდნენ აქტიურობას ამ თემაზე და მისცენ ექიმებს გადაწყვეტილების მიღების საშუალება

ექიმები უნდა შეჯერდნენ და რაც პაციენტის მდგომარეობის სამართავად იქნება საუკეთესო, ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, პოლიტიკოსებთან მექნება სათხოვარი, შეძლებისდაგვარად ჩამოშორდნენ აქტიურობას ამ თემაზე და მისცენ ექიმებს გადაწყვეტილების მიღების საშუალება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე- სპიკერმა დავით სერგეენკომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის და მისი საზღვარგარეთ მკურნალობის მოთხოვნის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური ზეწოლა შეიძლება მცდარი საექიმო გადაწყვეტილებების საფუძველი გახდეს.

რაც შეეხება მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენელთა განცხადებებს, რომ სააკაშვილი საქართველოში არეულობის მოსაწყობად ჩამოვიდა, სერგეენკო აცხადებს, რომ ალბათ, ეს ასეც არის, თუმცა, ახლა მნიშვნელოვანი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სწორი მართვაა.

"მისი ჩამოსვლის მიზეზი ბოლომდე ჩემთვის უცნობია, ალბათ, ასეც იყო, როგორც ითქვა. თუმცა, ახლა მნიშვნელოვანია არა ის შედეგები, რაც შეიძლება დადგეს მასთან მიმართებით, არამედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სწორი მართვა, პოლიტიკური ხელოვნურად გაზრდილი ტემპერატურის ნიველირება, რომ კლინიკური მართვის მიმართულებით სწორი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული,"- განაცხადა სერგეენკომ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო