ანდრეი კასიანოვი - არ მაქვს უფლება კომენტარი გავაკეთო ცალკეული თანამდებობის პირის განცხადებებზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინა არ მუშაობს საქართველოსთან იმ მხრივ, რომ რუსეთის საქონელი ჩანაცვლდეს

მე არ მაქვს უფლება რამე კომენტარი გავაკეთო ცალკეული თანამდებობის პირების განცხადებებზე, რადგან ეს შეიძლება შეფასდეს შიდა პოლიტიკაში ჩარევად. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინა არ მუშაობს საქართველოს მთავრობასთან იმ მხრივ, რომ რუსეთის საქონელი ჩანაცვლდეს, - ასე პასუხობს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში უკრაინა რუსეთისგან გაზს ყიდულობს და ევროპის ქვეყნებს აწვდის.

როგორც კასიანოვმა ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, უკრაინის მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები და ჯარისკაცები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.

„მე არ მაქვს უფლება რამე კომენტარი გავაკეთო ცალკეული თანამდებობის პირების განცხადებებზე, რადგან ეს შეიძლება შეფასდეს შიდა პოლიტიკაში ჩარევად. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინა არ მუშაობს საქართველოს მთავრობასთან იმ მხრივ, რომ რუსეთის საქონელი ჩანაცვლდეს. ვინაიდან რუსეთთან ვაჭრობა ტოქსიკურია. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მიმართ სანქციები დარჩება. ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ რუსეთი მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ჩვენ მადლობას ვუხდით ყველა ქვეყანას, ვინც გაგზავნა მოთხოვნა სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მიზნით. მინდა დაგარწმუნოთ, რომ თითოეული ჯარისკაცი, თითოეული მათი მეთაური და ხელმძღვანელობა იქნება მიცემული პასუხისგებაში“, - განაცხადა კასიანოვმა.

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „როდესაც რუსეთი თავისი სამხედრო ძალებით ანგრევს მარიუპოლს, ხარკოვს, სხვა ქალაქებს და კვდება უამრავი ადამიანი, ამ ომის დროს უკრაინის ხელისუფლება ვაჭრობს რუსეთთან, პუტინთან“.

„ეს ხდება დღეს და არავის უთქვამს, რომ ეს ამორალურია, ან არალეგიტიმურია. ჩვენც გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, ისევე, როგორც უკრაინას. ამ ლეგიტიმური ურთიერთობების ფარგლებში ნებისმიერი კომუნიკაცია შეიძლება იყოს მისაღები“, - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი