ანდრეი კასიანოვი - ჩვენ გაკვირვებით ვუყურებთ საქართველოში შიდა დისკუსიას, რომლებიც ეხება ომის პარტიებს და მეორე ფრონტის გახსნას

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, უკრაინა გაკვირვებულია მეორე ფრონტის გახსნასა და ომის პარტიის შესახებ საქართველოში მიმდინარე შიდა დისკუსიებით.

როგორც მან ჟურნალისტებს ალექსეი არესტოვიჩის განცხადების შეფასებისას განუცხადა, უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ მხოლოდ ერთი - გამარჯვების პარტია არსებობს.

„ჩვენ გაკვირვებით ვუყურებთ საქართველოში შიდა დისკუსიებს, რომლებიც ეხება ომის პარტიებს და მეორე ფრონტის გახსნას. ჩვენ გვიკვირს, ვინაიდან უკრაინამ არ დაიწყო ომი რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენ თავს დაგვესხა რუსეთის ფედერაცია. გვიკვირს, იმიტომ, რომ უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სხვა პარტია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ გამარჯვების პარტია. ამას ყოველდღე გვიჩვენებს უკრაინის შეიარაღებული ძალები, უკრაინის რადა, პრეზიდენტი“, - განაცხადა კასიანოვმა.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც კასიანოვმა ისაუბრა, შეეხება გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ბიძინა ივანიშვილსა და რუს ოლიგარქ ევტუშენკოვს შორის.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინული მხარე ოფიციალურ განცხადებებს და ქმედებებს შეაფასებს და არა საუბრის შინაარსს.

ამასთან, მისივე განცხადებით, უკრაინა მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციას, რომლის თანახმადაც, საქართველოს ტერიტორია არ შეიძლება იყოს გამოყენებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სანქციების გვერდის ავლისთვის.

„ჩვენ შევაფასებთ ოფიციალურ განცხადებებს და უფრო კარგად შევაფასებთ კონკრეტულ ქმედებებს. უკრაინა მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციას, რომელიც მან გუშინ გამოთქვა. მან განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორია არ შეიძლება იყოს გამოყენებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სანქციების გვერდის ავლის მიზნით. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, კონტაქტები გვაქვს ევროკავშირის მისიასთან და შეერთებული შტატების საელჩოსთან“, - განაცხადა კასიანოვმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს