პეტრე ცისკარიშვილი - დაველოდოთ როდის დამარცხდება რუსეთი, დაინგრევა რუსეთის სამხედრო მანქანა და მოხდება კრემლის დეპუტინიზაცია, მერე კი გავზომოთ „ქართული ოცნების“ რეიტინგი

დაველოდოთ როდის დამარცხდება რუსეთი, დაინგრევა რუსეთის სამხედრო მანქანა და მოხდება კრემლის დეპუტინიზაცია, მერე კი გავზომოთ „ქართული ოცნების“ რეიტინგი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, თუ რამ განაპირობა IRI-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში 9%-ით იმ ადამიანთა რაოდენობის მატება, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცემს ხმას.

ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა მსგავს კვლევას დაველოდოთ, როდესაც რუსეთის აგრესია უკრაინაზე დასრულდება.

„მარტის დასაწყისში ჩატარებულ კვლევაში ჩვენი მოსახლეობას დაახლოებით 70% თვლის, რომ ეს ჩვენი ომიც არის, რადგან რუსეთი ორივე ქვეყნის საერთო მტერია. აქედან გამომდინარე, გასაგებია, რომ საზოგადოებას სტაბილურობა უნდა და არ სურს იმ ნავის გაქანავება, რომელშიც ყველა ერთად ვსხედვართ. დაველოდოთ ომი როდის დასრულდება, როდის დამარცხდება რუსეთი, დაინგრევა რუსეთის სამხედრო მანქანა და მოხდება კრემლისა და რუსეთის დეპუტინიზაცია და მერე გავზომოთ „ქართული ოცნების“ რეიტინგი“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო