მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც ვაზისუბანში მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი სახლს ცეცხლი წაუკიდა, კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელია

მეზობლების ინფორმაციით, პირი, რომელმაც ვაზისუბანში მძინარე მშობლები ზაზა ბეროზაშვილი და ლალი თავაძე ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა, კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.

როგორც ერთ-ერთი მეზობელი ჰყვება, მოკლულებს დაკავებულ გიორგი ბეროზაშვილის გარდა, კიდევ ორი შვილი ჰყავდა, ოჯახის წევრებს კი ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.

"ზაზა ლექტორი იყო, ლექციებს კითხულობდა, ლალი დიასახლისი იყო. მომხდარის გამო გაოგნებულები ვართ", - განაცხადა მეზობელმა.

მისივე ცნობით, დაკავებულ გიორგი ბეროზაშვილს ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონია და არც აზარტულ თამაშებს თამაშობდა.

მეზობლის თქმით, ხანძრის შესახებ დაკავებულს დებმა დაურეკეს, რადგან ის შემთხვევის ადგილიდან დიდი ხნის წასული იყო.

ბეროზაშვილების მეზობლების ინფორმაციით, მოკლული ზაზა ბეროზაშვილიც წარსულში პოლიციის მაღალჩინოსანი იყო და მას ცეცლხსასროლი იარაღიც ჰქონდა სახლში. უცნობია, გასროლა დაკავებულის მამის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა თუ არა. მოკლულის მეგობრების განცხადებით, ზაზა ბეროზაშვილი ბოლო წლების განმავლობაში სალექციო საქმიანობას ეწეოდა როგორც საქართველოში, ასევე შუა აზიის ქვეყნებში.

საცხოვრებელ სახლთან არსებულ ავტოფარეხში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სავარაუდოდ, საგამოძიებო მოქმედებებისთვის დაკავებულის დები ჰყავთ მიყვანილი.

ცნობისთვის, ვაზისუბანში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გუშინ ხანძარი მოხდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღვოდა.

შსს-ს ცნობით, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა.

ზაზა ბეროზაშვილისა და ლალი თავაძის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა