პეტრე ცისკარიშვილი - საკნის გასაღები ივანიშვილს ჯიბეში უდევს, ის უნდა ამოვაცალოთ, უნდა ვაიძულოთ, რომ გახსნას კარები და გაუშვას მიხეილ სააკაშვილი ევროპაში სამკურნალოდ

ვიცით, რომ საკნის გასაღები ჯიბეში უდევს ბიძინა ივანიშვილს. ის უნდა ამოვაცალოთ ივანიშვილს, უნდა ვაიძულოთ, რომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება - გახსნას კარები და გაუშვას მიხეილ სააკაშვილი ევროპაში სამკურნალოდ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა, სადაც პარტიის წევრებმა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა გამართეს.

როგორც ცისკარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, დიპლომატებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

“ჩვენ ადამიანურ ენაზე მოვუყევით, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ის ფიზიკურად და სამედიცინო თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, კონსილიუმის მიერ გაკეთებული დასკვნა ჩვენს უცხოელ პარტნიორებს აქვთ,მაგრამ აუცილებელია ადამიანურ ენაზე ავუხსნათ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ შეუძლია გადაადგილება, მას აქვს ნევროლოგიური სირთულეები, რომ მასთან კომუნიკაციაც კი, უკვე გართულებულია, როდესაც შედიან ადვოკატები და ჩვენი პარლამენტის წევრები. ასე, რომ აუცილებლია მისი მკურნალობა და გადაყვანა. ჩვენ ვერ დაველოდებით იმას, რომ მიშა სააკაშვილი გახდეს ინვალიდი. “ქართული ოცნებისთვის” კარგია, თუ მიხეილ სააკაშვილი ინვალიადია, მაშინ ის აღარ წარმოადგენს პოლიტიკურ საფრთხეს მათი ძალაუფლებისთვის და ისინი ამას ელოდებიან. ჩვენ, ისევე როგორც ჩვენი უცხოელი პარტიორები, ამას ვერ დაველოდებით. ის უნდა გამოჯანმრთელდეს სანამ დროა. ჩვენ ვიცით, რომ საკნის გასაღები ჯიბეში უდევს ბიძინა ივანიშვილს. ის უნდა ამოვაცალოთ ბიძინა ივანიშვილს. უნდა ვაიძულოთ, რომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება, გახსნას კარები და გაუშვას მიხეილ სააკაშვილი ევროპაში სამკურნალოდ. შესაბამისი ჰოსპიტლების ლიმიტირებული რაოდენობაა, სადაც ამ სიმძიმის პაციენტის მკურნალობაა შესაძლებელი”,- განაცხადა ცსიკარიშვილმა.

მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში უფრო გააქტიურდენენ და დაინტერესდნენ უცხოელი პარტნიორები, არსებობს მათი დიპლომატიური, პოლიტიკური ზეწოლა, რადგანაც საქართველოს პრესტიჟის, ღირსებისა და სახელმწიფოებრიობის საკითხია, რომ “პრეზიდენტი არ დაგვიინვალიდდეს საპყრობილეში, ღმერთმა დაიფაროს და არ გარდაიცვალოს”.

კითხვაზე, სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანის შემთხვევაში, რას განიხილავს პარტია, დაბრუნდება, თუ არა ის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ცისკარიშვილი პასუხობს, რომ ამ პრობლემის მოგვარების ბევრი სამართლებივი გზა არსებობს.

“მაგალითად, თვითონ პენიტენციურ სისტემას შეუძლია შეაჩეროს სასჯელი და დაბრუნების შემთხვევაში განახლდეს. წინასწარ რას მეკითხებით, ჯერ გამოჯანმრთელდეს ადამიანი, დაბრუნებაზე მერე ვილაპარაკოთ. ამ ეტაპზე, მთავარია, რომ ადამიანი გამოჯანმრთელდეს”,- აცხადებს ცისკარიშვილი და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სააკაშვილი თავად გააკეთებს განცხადებას.

“მე მგონი, მან ერთხელ უკვე გააკეთა განცხადება, რომ მომეცით საშუალება დავტოვო ქვეყანა, გამოვჯანმრთელდე, ქართულ პოლიტიკასთან შეხება აღარ მექნება”, - აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.

ეკატერინე ციმაკურიძე - როცა ტელევიზიის ხელმძღვანელს ასამართლებენ სრულიად არადამაჯერებელი მართლმსაჯულებით, ეს ნამდვილად არაა დასავლური მისწრაფება, ხელისუფლება კი ამბობს, რომ აქვს ევროატლანტიკური კურსი, მაგრამ საქმით სხვა რამეს ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
მუსიკათერაპია, როგორც ბედნიერების ტრენინგი
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა