თინა ბოკუჩავა - უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, აქვს რწმენა, რომ საქართველო გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას სწორად გამოიყენებს

საქართველოს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, აქვს დიდი რწმენა, რომ საქართველო გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას სწორად გამოიყენებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ამ შესაძლებლობის გამოყენებისთვის ქართველი ხალხი და ქართველი პოლიტიკოსები მზად უნდა იყონ, რათა ქვეყნის მისწრაფებების რეალიზება მოახდინონ და „არ ჩაეფლოს ქვეყანა იმ პოლარიზაციაში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის“.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თქვენ იცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი ყოველწლიურად იღებს ასეთი მხარდაჭერის აქტის, რომელსაც ყოველთვის ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, აქვს დიდი რწმენა, რომ საქართველო სწორად გამოიყენებს ამ გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ ქართველი ხალხი და ქართველი პოლიტიკოსები, იმისთვის, რომ მოვახდინოთ ქვეყნის მისწრაფებების რეალიზება და არ ჩაეფლოს ქვეყანა იმ პოლარიზაციაში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას. როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი) 2021 წლის 8 თებერვალს წარმომადგენელთა პალატაში ხელახლა წარადგინეს. კანონპროექტს ამ ეტაპზე სულ 19 თანასპონსორი ჰყავს, როგორც დემოკრატიული, ასევე, რესპუბლიკური პარტიიდან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო