"დირსის" საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის საქმეზე დაკავებულს დროებითი მოთავსების იზოლატორში ადვოკატი ხვდება

"დირსის" საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე დაკავებულს, გრიგოლ დოჩიას დროებითი მოთავსების იზოლატორში ამ წუთებში ადვოკატი ხვდება.

როგორც ადვოკატი გოგა ბოგვერაძე აცხადებს, მისთვის ამ დრომდე საქმის მასალები არ გადაუციათ. რაც შეეხება დაკავებულის პოზიციას, ადვოკატისთვის უცნობია, ვინაიდან ის დოჩიას პირველად ხვდება.

ბოგვერაძის ცნობით, დაკავებულს ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ.

ცნობისთვის, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, საცხოვრებელ კომპლექს "დირსთან" მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე სამართალდამცავებმა 38 წელის მამაკაცი, გრიგოლ დოჩია დააკავეს.

დაკავებულმა პირმა ცივი იარაღით ჭრილობა 4 პირს, მათ შორის, არასრულწლოვანს მიაყენა, რის შემდეგაც მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ერთი პირი - არასრულწლოვნის მამა გარდაიცვალა. 2 დაჭრილი და გარდაცვლილი ერთი ოჯახის წევრები არიან, მეოთხე პირი კი, მეზობელია.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა