სალომე სამადაშვილი - კობახიძის ბოდვით განცხადებებზე სერიოზულად კომენტარის გაკეთება რთულია

კობახიძის ბოდვით განცხადებებზე სერიოზულად კომენტარის გაკეთება რთულია. მეგონა, კობახიძეს ცოტა მეტი ინტელექტი ჰქონდა - დღევანდელი განცხადებები საზოგადოების დაცინვა და აბუჩად აგდებაა, - ასე აფასებს „ლელო საქართველოსთვის“ წევრი სალომე სამადაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებებს.

როგორც სამადაშვილი განმარტავს, ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები და უბრალოდ საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია კობახიძის განცხადებებზე სერიოზული კომენტარების გაკეთება.

„კობახიძის ბოდვით განცხადებებზე რთულია სერიოზულად კომენტარის გაკეთება. მეგონა, კობახიძეს ცოტა მეტი ინტელექტი ჰქონდა, შეეძლო საკუთარი არაცნობიერი შიშები, რომ „ქართული ოცნება“ დაკარგავს ძალაუფლებას სწორედ იმ გზით, რომ დემოკრატიული კოალიცია დაამარცხებს, შეეფუთა. ამასაც ვერ ახერხებს. მე შემიძლია, მხოლოდ რჩევა მივცე, რომ მუშაობა დაიწყოს შესაბამის სპეციალისტებთან. იმ დროისთვის მოემზადოს, როდესაც „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას დაკარგავს. ასე თუ გააგრძელებს ბატონი კობახიძე, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ჯერ ახალგაზრდა ადამიანია, ვფიქრობ, მისი ჯანმრთელობა მისთვის საზრუნავი უნდა იყოს.

რაც შეეხება უფრო სერიოზულ კომენტარს, მე შეკითხვა მაქვს, ანუ ბატონი კობახიძე რას ეუბნება ხალხს, რომ უკრაინამ დაგეგმა ომი, რომელიც დღეს მიმდინარეობს რუსეთთან. ამის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილმა სხვებთან ერთად დაგეგმა მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში და ამ მიზნით დაბრუნდა საქართველოში. ეს თუ ვინმეს მიაჩნია, რომ შეიძლება, იყოს რაციონალური ადამიანის მიერ ნათქვამი ფრაზები, მაშინ, კი ბატონო, სერიოზულ კომენტარს გავაკეთებ. ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები და უბრალოდ საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია კობახიძის განცხადებებზე სერიოზული კომენტარების გაკეთება“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ „ჯერ სიტუაცია უნდა აეჭრა, გახარიასა და ხაზარაძესთან ერთად ხელისუფლებაში მოსულიყო, შემდეგ კი ქვეყანა ომში ჩართულიყო."

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს