სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ პრემიერი პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით არ წარსდგება, სამართლებრივ გზებს მიმართავენ

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ პრემიერი პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით არ წარსდგება, სამართლებრივ გზებს მიმართავენ.

როგორც სამადაშვილი განმარტავს, არანაირი დისკრეციული უფლებამოსილება არ აქვს პრემიერს, რომ მისი სურვილისამებრ გამოეხმაუროს „ლელოს“ მოთხოვნას პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით.

„ინტერპელაცია არის კონსტიტუციით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესი. არანაირი დისკრეციული უფლებამოსილება არ აქვს პრემიერს, რომ მისი სურვილისამებრ გამოეხმაუროს ჩვენს მოთხოვნას, რომ ის მოვიდეს პარლამენტში კონკრეტული შეკითხვისთვის პასუხის გასაცემად. ეს არის მისი კონსტიტუციური ვალდებულება.

თუ ირაკლი ღარიბაშვილი ამ კონსტიტუციურ ვალდებულებას არ შეასრულებს, ამ შემთხვევაში მივმართავთ იმ სამართლებრივ გზებს, რომელიც დადგენილია პოლიტიკური და სახელმწიფო პირების მიმართ, რომლებიც ირჩევენ, რომ დაარღვიონ ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონი, კონსტიტუცია, უგულვებელყონ საქართველოს პარლემენტის რეგლამენტის დადგენილი წესები“,- აღნიშნავს სამადაშვილი.

ცნობისთვის, "ლელოს" საპარლამენტო გუნდი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იბარებს. „ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში დაბარებულია საერთაშორისო სანქციების რეჟიმთან მიმართებაში ხელისუფლების პოზიციებზე და სატელეფონო ჩანაწერების შესახებ“, - ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც პრემიერ-მინისტმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პარლამენტში მაშინ მივა, „როდესაც კონსტიტუციის და კანონმდებლობის მიხედვით მოუწევს“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს