ანრი ოხანაშვილი - არანაირი პრობლემა არ აქვს პრემიერს უპასუხოს ინტერპელაციით დასმულ საკითხებს - მმართველ გუნდს არანაირი პრობლემა არ გააჩნია იმის, რომ ოპოზიციის სპეკულაციებს წერტილი დაუსვას

არანაირი პრობლემა არ აქვს პრემიერს უპასუხოს ინტერპელაციით დასმულ საკითხებს - მმართველ გუნდს არანაირი პრობლემა არ გააჩნია იმის, რომ ოპოზიციის სპეკულაციებს წერტილი დაუსვას, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც "ლელოს" მიერ ინტერპელაციის წესით აუდიოჩანაწერების საკითხზე პრემიერ- მინისტრის პარლამენტში დაბარებას გამოეხმაურა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა ოპოზიციონერი დეპუტატები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს პარლამენტში იბარებენ, რომლებსაც ყოველთვის აქვთ კითხვებზე პასუხები, თუმცა, არგუმენტების თვალსაზრისით, "ოპოზიციონერი კოლეგები მთლად წელში გამართულები ვერ არიან" და ასე ხდება კანონპროექტების განხილვის დროსაც.

„არანაირი პრობლემა არ აქვს პრემიერს უპასუხოს ინტერპელაციით დასმულ საკითხებს, მან განაცხადა, რომ მობრძანდება პარლამენტში შესაბამის კონსტიტუციით და რეგლამენტით დადგენილ ვადებში და უპასუხებს არამხოლოდ ოპოზიციის შეკითხვებს, არამედ ჩვენს მოსახლეობას თუკი რაიმე საკითხია, რომელზეც სჭირდება კიდევ დამატებით ინფორმირება. მმართველ გუნდს არანაირი პრობლემა არ გააჩნია იმის, რომ ოპოზიციის სპეკულაციებს წერტილი დაუსვას. ბევრი შემთხვევა ყოფილა, უთქვამთ, რომ ვიღაცების გამოცხადება უნდა, მოსულან პარლამენტში, პასუხები გაუციათ და შემდეგ ოპოზიციას არ ჰქონია პასუხები კონკრეტულ საკითხებზე. ასეა სხვა საკითხებზეც, კანონპროექტებზეც, ერთი ამბავი ჰქონდათ ატეხილი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე და ა.შ. მაგრამ აღმოჩნდება ხოლმე, სიღრმეში რომ შევდივართ და განხილვებში, მთლად წელში გამართულები არგუმენტებში ვერ არიან ჩვენი კოლეგები,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა