საქართველოს პროკურატურა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ჯელალ ქიქავას დაკავების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა ბათუმში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ჯელალ ქიქავას დაკავების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ქიქავა პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლით დააკავა.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეიმედში შეჭრის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის და ბადრი პატარკაციშვილისთვის ქონების ჩამორთმევის საქმის არსებითი განხილვისას, სხდომაზე დამსწრე პირმა - ჯ.ქ-მ გამოიჩინა სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა.

სასამართლოს არაერთი მოწოდების მიუხედავად, ბრალდებულმა უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, რის შემდეგაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პროცესში მონაწილე პროკურორებს და მოსამართლეებს, რითაც ხელყო სასამართლოს ავტორიტეტი და მართლმსაჯულებაში მონაწილე პირთა პატივი და ღირსება.

პროკურატურა ბრალდებულისთვის ბრალის წარდგენის შემდგომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს