სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავის სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში საჯარო დისკუსია „უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში“ გაიმართა

პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებითა და ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერით, სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალაქ რუსთავის სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში საჯარო დისკუსია „უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში" გაიმართა. ამის შესახებ პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათი ინფორმაციით, დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა, ამერიკის სოლიდარობის ცენტრის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ტრისტან მასატიმ, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა - ბექა ფერაძემ და დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა - ელგუჯა მელაძემ.

თითოეული უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა იმ გამოწვევებსა და პროგრესზე, რაც შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებობს.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა ისაუბრა უბედური შემთხვევების შემცირებულ მაჩვენებლებზე და ხაზი გაუსვა უსაფრთხო სამუშაო გარემოს არსებობის მნიშვნელობას საქართველოში.

„28 აპრილი ინიცირებული გახლავთ როგორც ხსოვნის დღე, სამუშაო ადგილებზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილთა ხსოვნის დღე და ბუნებრივია ეს გარკვეულწილად გახლავთ რევიზია იმისა, რომ გავერკვეთ რა ნიუანსებია, რა არის შესაცვლელი იმასთან დაკავშირებით, რომ შრომა იყოს უსაფრთხო.

წელს პირველად ხდება ისე, რომ სოციალური პარტნიორები როგორც დამსაქმებლები, ისე მთავრობა, ერთად აღნიშნავს ამ დღეს. ეს გვაძლევს იმის იმედს და იმის საფუძველს, რომ ის ნიუანსები რაც თან ახლავს შრომით ურთიერთობებს იქნება აღმოფხვრილი და გადაწყვეტილი საკანონმდებლო დონეზე და ის კრიტიკოსები, რომლებიც გვაკრიტიკებდნენ, რომ თითქოს პროფკავშირებს შრომის ინსპექციის შექმნით ეკონომიკის გაჩერება უნდოდა, მე მგონი თვალნათლივ ხედავენ ციფრებს და სტატისტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც გარდაცვლილთა, ისე დაშავებულთა რიცხვის კლება ხდება საქართველოში. თუმცა, თითოეული გარდაცვლილი ოჯახის წევრი ეს არიან ადამიანები, რომლებიც კარგავენ ოჯახებს, მამებს, დედებს და აქედან გამომდინარე ჩვენი საზრუნავია, რომ შრომა მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს", - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

პროფკავშირების გაერთიანებისა და შრომის ინსპექციის ხელმძღვანელებმა მოისმინეს დასაქმებულთა პრობლემები და თითოეულ მათგანს გადაჭრის გზები შესთავაზეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: რუსთავის საკრებულოს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამოქალაქო საზოგადოების, განათლების, მედიცინის, მეტალურგების, რუსთავის აზოტის, რუსთავის დასუფთავების სამსახურისა და რუსთავის დარგობრივი პროფკავშირის წარმომადგენლები.

ღონისძიების დასრულების შემდეგ წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში გარდაცვლილთა ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი გადაიხადეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის